ყველასთვის ცნობილია, რომ გუშინდელი შეხვედრა წარმატებით წარიმართა ბრაჰიმ დიასისთვისაც: ესპანელი 61 წუთზე ჩალჰანოღლუს ნაცვლად შემოვიდა მოედანზე და მატჩის მიწურულს გოლიც ჩაიწერა საკუთარ აქტივში.
მატჩის შემდგომ ბრაჰიმმა ჩატარებულ მატჩზე და თავის ამჟამინდელ მდგომარეობაზე ისაუბრა:
"პიოლის დაბრუნება ჩვენზე ძალიან დადებითად აისახა. მართალია, სამწვრთნელო შტაბი ყველაფერს აკეთებდა ჩვენი ფორმის მაქსიმუმის შესანარჩუნებლად, მაგრამ სტეფანოს გვერდში ყოფნა დამატებით ძალას გვაძლევს."
"ჩემი დღევანდელი თამაშით ძალიან კმაყოფილი ვარ. ყველაფერს მწვრთნელის მითითებების მიხედვით ვაკეთებ და შედეგი სახეზეა."
"მილანი" დიდებული გუნდია და აქ თამაშით უზომოდ ბედნიერი ვარ. კლუბში შესანიშნავი ატმოსფეროა. მსურს რაც შეიძლება დიდხანს მეცვას შავ-წითელი მაისური."- განაცხადა 21 წლის ესპანელმა.
შეგახსენებთ, რომ დიასი ამჟამანდ მადრიდის "რეალის" საკუთრებაში იმყოფება და "როსონერის" ხელმძღვანელობას მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი მისი შენარჩუნება.