"მილანის" ფეხბურთელები, რომლებიც დიდი ალბათობით გუნდს დატოვებენ

"მილანის" ფეხბურთელები, რომლებიც დიდი ალბათობით გუნდს დატოვებენ

უკვე ყველასთვის ცნობილია, რომ "მილანის" ზამთრის სატრანსფერო ფანჯარა ძირითადად ცენტრალური მცველის დამატებაზე აეწყობა. ფავორიტები ოზან ქაბაკი, მუჰამედ სიმაკანი და მატია ლოვატოა. რიკი მასარა და პაოლო მალდინი უკვე აქტიურად მუშაობენ მათ ტრანსფერებზე.

ახალი ცენტრალური მცველის დამატების შემთხვევაში, გუნდს ორი ამავე პოზიციის მოთამაშე დატოვებს- მატეო მუსაკიოს და ლეო დუარტეს, დიდი ალბათობით, იანვარშივე მოუწევთ "მილანიდან" წასვლა.

არგენტინელის კონტრაქტი ივნისში იწურება და გუნდს არ სურს მისი უფასოდ გაშვება. არის საუბარი იმის თაობაზე, რომ მუსაკიო შესაძლოა ესპანეთში დაბრუნდეს და კვლავ "ვილიარეალის" მაისური მოირგოს, თუმცა ოფიციალური ცნობები ჯერ არ არსებობს.

რაც შეეხება დუარტეს, მედიაში მისი მსურველების შესახებ ინფორმაცია ჯერ-ჯერობით არ ვრცელდება . თუმცა "როსონერის" მისი იჯარით გაშვება სურს "სერია ა"-ს სხვა კლუბში. ეს საუკეთესო ვარიანტი იქნება, რადგან ამით ლეო იტალიაში თამაშის გამოცდილებასაც მიიღებს და თავის პოტენციალს უკეთესად გამოამჟღავნებს.

1 თვის წინ
1261 / 0
ROSS1899
poll გამოკითხვა

რომელ პოზიციაზე სჭირდება გაძლიერება მილანს ყველაზე მეტად?

ცენტრალური მცველის
მარჯვენა მცველის
ცენტრალური თავდამსხმელის
სხვა
სულ პასუხები: 308
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

გაბია, ტეო ერნანდესი, ბენასერი, კრუნიჩი, ჩალჰანოღლუ, რებიჩი

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

რომანიოლი, სალმაკერსი