როგორც მოგეხსენებათ, დიოგო დალოტი ამ ზაფხულს იჯარის წესით შეუერთდა "მილანს". მაგრამ ტეო ერნანდესისა და დავიდე კალაბრიას ბრწყინვალე დუეტის წყალობით, მხოლოდ ევროპა ლიგის შეხვედრებში მიიღო მონაწილეობა.
მიუხედავად ამისა, დალოტიმ რამდენიმე დღის წინ ისაუბრა თავის მილანურ კარიერაზე და განაცხადა, რომ ამ გუნდში თავს ბედნიერად გრძნობს. რამდენიმე წყარო კი იუწყება, რომ "როსონერის" მყარად აქვს გადაწყვეტილი მისი შენარჩუნება.
ესპანური წყაროს ცნობით, "მანჩესტერ იუნაიტედი" ისეთ მცველს ეძებს, ვინც კონკურენციას გაუწევს აარონ ვან-ბისაკას. ინგლისურ კლუბში კი მიაჩნიათ, რომ დალოტი შესაფერისი ვარიანტია და სურთ მისი დაბრუნება, რაც "შავ-წითლების" გეგმას ეწინააღმდეგება.