"მილანი" - "სელტიკი" | პიოლის მატჩისწინა პრესკონფერენცია

"მილანი" - "სელტიკი" | პიოლის მატჩისწინა პრესკონფერენცია

სტეფანო პიოლიმ "სელტიკთან" მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა:

"მომენატრა გაზეთები. მომენატრა გუნდი, სტაფი. ეს მხოლოდ 18 დღე გაგრძელდა, მაგრამ ჩემთვის საკმაო ხანი იყო. როცა გავიგე, რომ კორონავირუსის ტესტზე ნეგატიური პასუხი მომივიდა დაძინება გამიჭირდა, იმიტომ, რომ ბედნიერი ვიყავი."

"გუნდს სახლიდან ვუყურებდი. ვაღიარებ, რომ ტელევიზორიდან ყველაფერი უფრო მარტივად ჩანს. როგორც წესი, მოედანზე უფრო აქტიური ვარ ხოლმე მოთამაშეებთან მიმართებაში. სახლში ყოფნისას ხშირად ვნერვიულობდი."

"ვარჯიშმა კარგად ჩაიარა. ბენასერი და კასტილეხო ხვალისთვის მზად არიან. ჩვენ მათ კვლავ შევაფასებთ. იბრა და ლეაო კი ყოველდღიური დაკვირვების ქვეშ არიან. შესაძლოა, რომ კვირას "სამპდორიასთან" მატჩისთვის ისინი მზად იყვნენ."

"ჩვენ ვიცით ჩვენი ხარისხი და მახასიათებლები. წუხილის საჭიროება არ არის.  გამოჯანმრთელდნენ საელმეკერსი და კასტილეხო. ასევე, გვყავს მალდინი და კოლომბო. მე ვენდობი ჩემს მოთამაშეებს და გამოსავალი ყოველთვის მაქვს."

შეგახსენებთ იმასაც, რომ შეხვედრა "მილანსა" და "სელტიკს" შორის ხვალ, თბილისის დროით 21:55 საათზე გაიმართება.

1 თვის წინ
614 / 0
საშკა ცხოვრებაშვილი
poll გამოკითხვა

რომელ პოზიციაზე სჭირდება გაძლიერება მილანს ყველაზე მეტად?

ცენტრალური მცველის
მარჯვენა მცველის
ცენტრალური თავდამსხმელის
სხვა
სულ პასუხები: 308
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

გაბია, ტეო ერნანდესი, ბენასერი, კრუნიჩი, ჩალჰანოღლუ, რებიჩი

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

რომანიოლი, სალმაკერსი