
ესპანურ წყაროებზე დაყრდნობით, "მილანი" ერთ-ერთი იქნება იმ კლუბებს შორის, რომლებიც იბრძოლებენ შემტევი ნახევარმცველისთვის. იმის გათვალისწინებით, რომ მისი კონტრაქტი 2022 წელს იწურება, ესპანეთში ლაპარაკობენ, რომ "როსონერი" ამ შანსს აუცილებლად გამოიყენებს.
ერთადერთი პრობლემა ისკოს მაღალი ანაზღაურებაა. მადრიდის "რეალში" იგი წლიურად 12 მილიონ ევროს გამოიმუშავებს. კრიზისულ პერიოდში, გუნდებისთვის მარტივი არ არის ამხელა ანაზღაურების გადახდა. თუმცა, "მილანი" მაინც ფავორიტად რჩება.
ლომბარდიული გრანდი მას წლიურ ანაზღაურებად 7-8 მილიონ ევროს შესთავაზებს. ყველა ვთანხმდებით, რომ ეს თანხა ძალიან დიდია, მაგრამ ისკო იმ ფეხბურთელებს შორის შედის, ვინც გუნდს სახეს შეუცვლის. უფრო მეტიც, ჰაკან ჩალჰანოღლუს გაშვებით, "როსონერი" ფულს დაზოგავს და შეძლებს ეპანელისთვის მითითებული თანხის გადახდას.
აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ "მილანს" კონკურენტი იტალიიდან ჰყავს- ისკოთი "იუვენტუსიც" ინტერესდება.