"todofichajes.com"-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, "მილანი" ნუნო მენდეშისთვის ბრძოლაში მარტო არ არის.
როგორც წყარო იტყობინება, ლომბარდიულ გრანდთან ერთად პორტუგალიელისთვის ბრძოლაში ტურინის "იუვენტუსი" და "ლესტერიც" არიან.
ტურინელების დაინტერესების შესახებ უკვე ცნობილი იყო. პრესაზე ამაზე იწერებოდა, ხოლო ინგლისური კლუბი 18 წლის მოთამაშის ახალი მსურველის ამპლუაში მოგვევლინა.
"Transfermarkt" ნუნოს 12 მილიონ ევროდ აფასებს. ამავდროულად, შეგახსენებთ იმასაც, რომ მის ანგარიშზე ამ სეზონში "სპორტინგის" მაისურით 9 შეხვედრაში 1 გოლია.