logo

საელმეკერსი: "მჯერა, რომ შინ აუცილებლად 3 ქულით დავბრუნდებით"

საელმეკერსი: "მჯერა, რომ შინ აუცილებლად 3 ქულით დავბრუნდებით"

"როსონერის" ნახევარმცველმა, ალექსის საელმაკერსმა, "Sportmediaset"- თან ხვალინდელ დაპირისპირებაზე და ზოგადად გუნდში არსებულ მდგომარეობაზე ისაუბრა:

"ჩვენ ძირეულად შევიცვალეთ და ლიგაში სერიოზულ ანგარიშგასაწევ ძალად ვიქეცით. "ნაპოლის" წინააღმდეგ თამაში ყოველთვის რთულია, მაგრამ მჯერა, რომ ხვალ აუცილებლად 3 ქულით დავბრუნდებით შინ."

როგორც მოგეხსენებათ, სტეფანო პიოლი, კოვიდ ინფექციითაა დაავადებული და ხვალინდელ შეხვედრას ვერ დაესწრება.

"სტეფანო პიოლი ძალიან ცუდ სიტუაციაში იმყოფება. ის შესანიშნავი მწვრთნელია და ხვალ, ზუსტად ამიტომ, ბოლომდე უნდა დავიხარჯოთ."

"შავ-წითლების" მთავარი მიზანი, როგორც იცით ოთხეულში ადგილის შენარჩუნება და ჩემპიონთა ლიგაზე მოხვედრაა. თუმცა, გუნდის ფანტასტიკური სტარტიდან გამომდინარე, აღარც სკუდეტოა მიუღწევადი.

"ჩვენ მხოლოდ მიმდინარე თამაშზე უნდა მოვახდინოთ კონცენტრაცია. წინასწარ არაფრის თქმა არ შემიძლია, თუმცა მჯერა, რომ ამ სეზონში რამე წარმატებას აუცილებლად მივაღწევთ. მიხარია, რომ მწვრთნელი მენდობა და ამ დამოკიდებულების შემხედვარე ვცდილობ მაქსიმუმი გავაკეთო მოედანზე."- განაცხადა ბელგიელმა.

2 დღის წინ
281 / 0
ROSS1899
poll გამოკითხვა

რომელ პოზიციაზე სჭირდება გაძლიერება მილანს ყველაზე მეტად?

ცენტრალური მცველის
მარჯვენა მცველის
ცენტრალური თავდამსხმელის
სხვა
სულ პასუხები: 183
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

დუარტე, ბილია

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ