logo

შანსი "მილანის" ახალწვეულისთვის

შანსი "მილანის" ახალწვეულისთვის

რაფაელ ლეაოს ტრამვამ განაპირობა ანტე რებიჩის დაბრუნება. როგორც იცით, პორტუგალიელი გამოტოვებს "ნაპოლისთან" დაპირისპირებას. 

ეს სიტუაცია ხელს უწყობს "როსონერის" ახალწვეულსაც, იანს პეტერ ჰაუგეს, რომელმაც ამ დრომდე ვერ მოახერხა თავისი შესაძლებლობების წარმოჩენა.

ახალგაზრდა ნორვეგიელმა "მილანის" მაისურით ყველა ტურნირზე 4 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და ჯამში მხოლოდ 44 წუთი დაჰყო მოედანზე, მაგრამ, მიუხედავად ამისა, მაინც შეძლო გოლის გატანა. ლეაოს ტრამვა კი მისთვის მეტ სათამაშო დროს ნიშნავს.

ჰაუგემ კარგად იცის, რომ სტეფანო პიოლი, სამწვრთნელო შტაბთან ერთად, დაწვირლებით აკვირდება მის ვარჯიშს და სურს გუნდის თავკაცის ნდობის მოპოვება.

მაგალითისთვის კი ალექსის საელმაკერსი ჰყავს, რომელიც გუნდში თითქოს შეუმჩნევლად მოვიდა და ნელ-ნელა შეძლო შესაძლებლობების დამტკიცება. დღეს კი ალექსისი "როსონერის" ერთ-ერთ ძირითად ფიგურად გვევლინება.

3 დღის წინ
646 / 0
ROSS1899
poll გამოკითხვა

რომელ პოზიციაზე სჭირდება გაძლიერება მილანს ყველაზე მეტად?

ცენტრალური მცველის
მარჯვენა მცველის
ცენტრალური თავდამსხმელის
სხვა
სულ პასუხები: 182
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

დუარტე, ბილია

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ