logo

"მილანი" "ჯენოას" ტალანტის თამაშს აკვირდება

"მილანი" "ჯენოას" ტალანტის თამაშს აკვირდება

"Tuttomercato" აღნიშნავს, რომ "როსონერი" "ჯენოას" 18 წლის ნახევარმცველით, ნიკოლო როველათი ინტერესდება.

წყარო ამტკიცებს, რომ "ჯენოასა" და "უდინეზეს" შორის გასამართ დაპირისპირებაში როველას თამაშს ყველა იტალიური გრანდი- "მილანი", "ინტერი", "იუვენტუსი" და "რომა" დააკვირდებიან.

ნიკოლოს კონტრაქტი 2021 წელს იწურება და კლუბის ხელმძღვანელობა აქტიურად მუშაობს მის განახლებაზე. ამით კი ორივე მხარე ისარგებლებს: "ჯენოას" არ მოუწევს მისი უფასოდ გაშვება, ხოლო თავად როველას საშუალება მიეცემა აქტიურად განაგრძოს ვარჯიში.

უნდა ითქვას ასევე ის ფაქტიც, რომ ნიკოლოს საფეხბურთო კერპი ლუკა მოდრიჩია, რომელიც თავის მხრივ, "როსონერის" დიდი გულშემატკივარია.

3 დღის წინ
281 / 0
ROSS1899
poll გამოკითხვა

რომელ პოზიციაზე სჭირდება გაძლიერება მილანს ყველაზე მეტად?

ცენტრალური მცველის
მარჯვენა მცველის
ცენტრალური თავდამსხმელის
სხვა
სულ პასუხები: 183
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

დუარტე, ბილია

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ