"Corriere dello Sport"-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, "მილანი" "რედ სტარის" სერბი ტალანტით, ანდრია რადულოვიჩით ინტერესდება.
ასევე, როგორც "Calciomercato.it" იტყობინება, 18 წლის ფეხბურთელით "ვალენსია", "შალკე" და "ინტერიც" ინტერესდებიან.
ამავდროულად, აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ლომბარდიული გრანდის ინტერესი მოთამაშის აგენტმაც დაადასტურა. "Transfermarkt" მარჯვენა ვინგერს 700 000 ევროდ აფასებს.
შეგახსენებთ იმასაც, რომ რადულოვიჩის ანგარიშზე ამ სეზონში "რედ სტარის" მაისურით 5 შეხვედრაში 1 გოლია.