სტეფანო პიოლი "ნაპოლისთან" შეხვედრაში არ იქნება, თუმცა კლუბში არსებულ სიტუაციას დისტანციურად აკონტროლებს და ძირითად შემადგენლობასაც იგი დააყენებს.
"Corriere dello Sport"-ის ინფორმაციით კი ნეაპოლში ძირითად შემადგენლობაში ლეაოს ნაცვლად რებიჩი დადგება, რადგან ხორვატმა შემტევმა ტრავმა სრულად მოირჩინა.
ანტე ხორვატიის ნაკრებში არ გამოიძახეს და დასვენებული იქნება, ხოლო რაფაელი პორტუგალიის ახალგაზრდულ ნაკრებში თამაშობდა, რაც ვარაუდს კიდევ უფრო ამყარებს.