logo

ბოლო ცნობები პიონტეკის ტრანსფერზე მოლაპარაკებებიდან

ბოლო ცნობები პიონტეკის ტრანსფერზე მოლაპარაკებებიდან

მოგეხსენებათ, პიონტეკის შეძენით "ტოტენჰემი" ინტერესდება, რომელიც ჰარი კეინის შემცვლელს ინგლისელის მძიმე ტრავმის გამო ეძებს, თუმცა, "Daily Mail"-ის ინფორმაციით, "მილანთან" მოლაპარაკებები შეიძლება ჩაიშალოს.

 როგორც გაირკვა, "როსონერიმ" "ტოტენჰემს" პოლონელი ფორვარდის სანაცვლოდ 30 მილიონი გირვანქა მოსთხოვა, რის გადახდაც "დეზებმა" დაუყონებლივ იუარეს. ამის შემდეგ, მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა.

პიონტეკი "მილანში" 2019 წლის იანვარში, "ჯენოადან" 38 მილიონ ევროდ გადავიდა. მიმდინარე სეზონი კრიშტოფმა დამაჯერებლად ვერ დაიწყო და ზლატან იბრაჰიმოვიჩის გუნდში მოსვლის შემდეგ ძირითადში ადგილიც დაკარგა.


9 თვის წინ
1797 / 0
ლევან კვინიკაძე
poll გამოკითხვა

რომელ პოზიციაზე სჭირდება გაძლიერება მილანს ყველაზე მეტად?

ცენტრალური მცველის
მარჯვენა მცველის
ცენტრალური თავდამსხმელის
სხვა
სულ პასუხები: 119
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

დუარტე, ბილია

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ