"MilanNews"-ის ცნობით, ისმაელ ბენასერით ორი გრანდი დაინტერესდა.
როგორც წყარო იტყობინება, "მანჩესტერ სიტიმ" და "პარი სენ-ჟერმენმა" ალჟირელს თვალი დაადგეს. აღსანიშნავია, რომ მანჩესტერული კლუბის თავკაცი, პეპ გვარდიოლა 22 წლის ფეხბურთელით განსაკუთრებით მოხიბლულია.
გეტყვით, რომ მისი გამოსასყიდი თანხა 50 მილიონ ევროს შეადგენს. წყაროს "SportWitness" თუ დავუჯერებთ, ისეთ კლუბებს, როგორებიც "სიტი" და "პსჟ" არიან, ამ ოდენობის თანხის გადახდა არ გაუჭირდებათ.
ისმაელისთვის მილანური კლუბი უკვე სახლად იქცა, თუმცაღა სარფიანმა შემოთავაზებამ და პერსპექტივაში ინგლისსა და საფრანგეთში ტიტულების მოგებამ შესაძლოა მასზე გავლენა მოახდინოს.
შეგახსენებთ, რომ ბენასერის ანგარიშზე ამ სეზონში ლომბარდიული გრანდის მაისურით 13 შეხვედრაში 3 საგოლე გადაცემაა.