როგორც მოგეხსენებათ, ანტე რებიჩი ბოლო ორი თამაშია გუნდს სათადარიგო შემადგენლობიდან უერთდება და იმედოვნებს, რომ მომდევნო შეხვედრიდან მაინც მიეცემა ძირითადში თამაშის შანსი. რაფაელ ლეაომ მარცხენა ფლანგზე ორივე შემთხევაში კარგად ითამაშა, მაგრამ ნათელია, რომ ხორვატი პიოლის ფავორიტია.
"Calciomercato" იწერება, რომ "მილანმა" რებიჩი ასე უბრალოდ არ უნდა დააიგნოროს და სტეფანო პიოლიმ ამ ფეხბურთელს შანსი უნდა მისცეს. წყარო ირწმუნება, რომ მომდევნო შეხვედრა "ნაპოლის" წინააღმდეგ, რაც ესოდენ მნიშვნელოვანია ლომბარდიული გრანდისთვის, ხორვატს მოტივაციას აუმაღლებს. მედიაში სჯერათ, რომ ეს მატჩი, თავისი მნიშვნელობიდან გამომდინარე, ანტეს კარიერაში დიდ როლს ითამაშებს.