იტალიური გამოცემის "Calciomercato.com" გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, "პარი სენ-ჟერმენის" ფორვარდს, მაურო იკარდის იტალიაში დაბრუნება სურს და მისი პრიორიტეტული ვარიანტი სწორედ "მილანი" გახლავთ. აქვე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ მილანური კლუბი ამ კანდიდატურით დიანტერესებულია.
რამდენიმე დღის წინ, მაუროს ცოლმა და აგენტმა, ვანდა ნარამ "როსონერის" დერბიში გამარჯვება მიულოცა. როგორც "DiarioAS" იტყობინება, ლომბარდიული გრანდის სურვილია, რომ ვანდამ არგენტინელს იტალიაში დაბრუნებისკენ უბიძგოს.
ესპანური გამოცემის "TF" ცნობით, 27 წლის ფეხბურთელი პარიზული კლუბის დატოვებაზე უკვე ფიქრობს. ამის მიზეზი კი, ფრანგული კლუბის თავკაცის, ტომას ტუხელის გადაწყვეტილებები გახლავთ, რომელმაც იკარდი რამდენიმე მნიშვნელოვან შეხვედრაში სკამზე გაამწესა.
იგივე ესპანური გამოცემა გვატყობინებს, რომ ედინ ჯეკოს "რომადან" წასვლის შემთხვევაში იტალიური კლუბი შესაძლოა ცენტრ-ფორვარდისთვის ბრძოლაში ჩაერთოს. ამავდროულად, ვარიანტად განიხილება "იუვენტუსიც", მაგრამ საქმე ისაა, რომ ფეხბურთელს მხოლოდ შავ-წითელი მაისურის მორგება სურს.
ცნობისათვის, გეტყვით, რომ "Transfermarkt" იკარდის 55 მილიონ ევროდ აფასებს. ასევე, შეგახსენებთ იმასაც, რომ ამ სეზონში მის ანგარიშზე "პსჟ"-ს მაისურით 4 შეხვედრაში 2 გოლია.