კიაერი: "მილანში" თავს ძალიან კარგად ვგრძნობ

კიაერი: "მილანში" თავს ძალიან კარგად ვგრძნობ

როგორც მოგეხსენებათ, 31 წლის სიმონ კიაერი ძირითადი შემადგენლობის უცვლელ წევრად იქცა და თავისი თამაშით უფრო და უფრო აოცებს გულშემატკივრებს. დანიელს უდიდესი წვლილი მიუძღვის "მილანის" ბრწყინვალე სერიაში. 

"Milannews"- სთან მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა "მილანში" არსებულ მდგომარეობაზე და ევროპის ლიგის მესამე ჯგუფურ ეტაპზე გასამართ მატჩზე, რომელსაც თავის ყოფილ გუნდ "ლილთან" გამართავს:

"ლილში" გატარებული პერიოდი ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო. ამ გუნდმა ჩემს კარიერაზე დადებითი ეფექტი მოახდინა. ამ პერიოდს დაემთხვა ისიც, რომ ჩემი შვილი დაიბადა, რაც კიდევ უფრო მამახსოვრებს ამ დროს (იცინის). ჩვენ ძლიერი გუნდი გვქონდა, ვეხმარებოდით ერთმანეთს და ვიყავით როგორც ერთი ოჯახი. ამჟამინდელი "ლილი" ძირეულად შეიცვალა, თუმცა ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ უნდა მოვდუნდეთ მათ წინააღმდეგ. ფრანგული გუნდი დაკომპლექტებულია ძლიერი ფეხბურთელებით, რომლებიც მარტივად არ დათმობენ ევროპა ლიგის თამაშს."

"მილანში" თავს ძალიან კარგად ვგრძნობ. როგორც ხედავთ, სტეფანო პიოლიმ სრული ნდობა გამომიცხადა, რაც ძალიან მახარებს. სათამაშო დრო ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. მსურს, რომ უფრო და უფრო დავუმტკიცო "როსონერის" გულშემატკივრებს ჩემი შესაძლებლობები.

"იბრა? მისი შემართება გვაოცებს. ზლატანისგან ბევრს ვსწავლობთ და მისი მენტალიტეტი ჩვენთვის მისაბაძია. თუ ამბობს, რომ გოლს გაიტანს, დარწმუნებულები ვართ რომ ის ამას შეძლებს. იბრა ნამდვილი ჩემპიონია."

"სკუდეტო? ჩემი მოსვლის შემდეგ დიდად გავიზარდეთ როგორც გუნდურად, ასევე პიროვნულადაც. "მილანი" ახალგაზრდული გუნდია, რომელსაც უდიდესი პოტენციალი აქვს. მაგრამ, მიუხედავად შესანიშნავი პერიოდისა, არასდროს ვლაპარაკობთ რა იქნება 6 თვეში." - განაცხადა კიაერმა.

შეგახსენებთ, რომ "მილანსა" და "ლილს" შორის გასამართი შეხვედრა ხვალ, თბილისის დროით 23:00 საათზეა ჩანიშნული.

2 თვის წინ
511 / 0
ROSS1899
poll გამოკითხვა

რომელ პოზიციაზე სჭირდება გაძლიერება მილანს ყველაზე მეტად?

ცენტრალური მცველის
მარჯვენა მცველის
ცენტრალური თავდამსხმელის
სხვა
სულ პასუხები: 299
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

გაბია, ტეო ერნანდესი, ბენასერი, კრუნიჩი, ჩალჰანოღლუ, რებიჩი

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

რომანიოლი, სალმაკერსი