logo

პიოლი: "ზლატანმა ვარჯიშებზე კონკურენცია გაზარდა"

პიოლი: "ზლატანმა ვარჯიშებზე კონკურენცია გაზარდა"

"მილანის" მთავარმა მწვრთნელმა სტეფანო პიოლიმ "უდინეზესთან" შეხვედრამდე პრესკონფერენცია ჩაატარა, სადაც რამდენიმე საინტერესო თემაზე ისაუბრა.

"დაცვის ხაზში რამდენიმე ვარიანტზე ვმუშაობთ. თუ გოლს არ გაუშვებ გაცილებით მეტ ქულას დააგროვებ, ამიტომ ამ პოზიციის გამყარება ფუნდამენტალურია. ხვალ ტრიბუნებზე 60 ათასი ადამიანი იქნება, რაც მახარებს. ჩვენი მთავარი მიზანი ხო მათი გაბედნიერებაა."

"დონარუმა? კარგ კონდიციებშია და ვფიქრობ ხვალ თამაშს შეძლებს. იბრას ეფექტი რა თქმა უნდა მუშაობს. ის მოედანზე და მის გარეთ ნამდვილი ლიდერია. ზლატანს არც ერთი თამაშის წაგება არ უნდა, რაც მის ჩემპიონის თვისებებზე მეტყველებს."

"სატრანსფერო ფანჯარა? ხვალ მატჩია და ამაზე საუბარი არ მსურს. ზლატანმა ვარჯიშებზე კონკურენცია გაზარდა, რაც შემდგომ უშუალოდ შეხვედრაზეც აისახება. სუსო? კრიტიკა სტიმულად უნდა იქცეს და მჯერა რომ ესპანელი ამ რთულ პერიოდს გადალახავს, რადგან მისი დიდი იმედი მაქვს."

"პაკეტა კარგი ფეხბურთელია და ბევრს ვარჯიშობს, მაგრამ ძირითადისთვის მზად არაა. კასტილეხო ამ კუთხით გამორჩეულია, ზედმეტ მოძრაობებს არ აკეთებს და გუნდზე მუშაობს, რასაც პაკეტაზე ვერ ვიტყვი."

"ჩალჰანოღლუ? გარისკვა არ ღირს და ვფიქრობ არ ითამაშებს. ჰაკანი სრულ მწყობრში შემდეგ შეხვედრებში გამოგვადგება. ბეგოვიჩი? მისი მეორე მეკარედ ხილვა დიდი ბედნიერება და ამავდროულად ფუფუნებაა." - განაცხადა პიოლიმ.

6 თვის წინ
1552 / 3
rossoneri-best
user
Sancho777 დგეს ვიგებთ უეჭველი მარა ეს კონტი კარტყმაში როო არაა ვერ ხვდება  აზე არა ტიპი  იმედიაა ამნაირ თამაშებში ქულებს არ დავკარგავთ თუ რამე გვინდა საერთოთ
user
Milanelo1990 Paketas vabshe ar adzlevs shanss.dges uechveli unda movigot kide araferi dakarguli.
user
iblaka მე ვფიქრობ პაკეტასთან მაინც პირადი უთანხმოება აქვს და იმედი მაქვს იბრა მიხვდება რომ პაკეტა გამოსადეგია და #ათამაშებინებს 😄✊
poll გამოკითხვა

როგორ შეაფასებთ განახლებულ ACMILAN.GE-ს?

ძალიან კარგია
ნორმალურია
არ მომწონს
ძველი ვერსია ჯობდა
სულ პასუხები: 395
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

დუარტე, ბილია

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ