პიოლი: "ბენასერი ძალიან გაიზარდა, თუმცა ეს ჯერ კიდევ ყველაფერი არაა"

პიოლი: "ბენასერი ძალიან გაიზარდა, თუმცა ეს ჯერ კიდევ ყველაფერი არაა"

პრაღის "სპარტას" დამარცხების შემდეგ, "მილანის" მთავარმა მწვრთნელმა სტეფანო პიოლიმ "Sky Italia"-სთან ინტერვიუ ჩაწერა.

"დღითიდღე მირთულდება ძირითადი შემადგენლობის დაკომპლექტება, რადგან ყველა კარგად თამაშობს. ბიჭები ერთიანად უმატებენ და რაც ყველაზე მთავარია განვითარებაში ერთმანეთს ეხმარებიან."

"იბრას დასვენება ესაჭიროებოდა, რადგან კვირას "უდინეზესთან" რთული შეხვედრა გველის. ტონალი ძალიან კარგი ფეხბურთელია. მან მზადება ჩვენთან ვერ გაიარა, თუმცა მიუხედავად ამისა, გუნდის წევრების ქმედების წაკითხვა კარგად შეუძლია."

"ბენასერი ძალიან გაიზარდა, თუმცა ეს ჯერ ყველაფერი არაა. ჩვენზე ძლიერი გუდნების დასამარცხებლად კარგი ინდივიდუალისტებია საჭირო და ვგრძნობ, რომ ჩემს თითოეულ ფეხბურთელს აქვს ის თვისება, რითაც ერთი კონკრეტული მატჩის ბედის გადაწყვეტა შესაძლებელია."

"მომავალს ვერ ვიწინასწარმეტყველებ. ევროპის ლიგა რთული ტურნირია, თუმცა წარმატების მისაღწევად ყველაფერს გავაკეთებთ." - განაცხადა პიოლიმ.

2 თვის წინ
929 / 2
rossoneri-best
user
vakho28 ყოჩაღ პიოლი!! 
user
American vakho28 Martla sagol!!! Ai ra iyo mtavari milanistvis, treneri, 11 celi amas vizaxi rom mtavaria treneri, ager normaluri treneri moiyvanes da egrevea shedegi. Alegris mere milans treneri ar yolia. Ubralod chemamde ar dadis es ratom gaaketes rom milani, rogorc gundi gamqrali iyo 10 celi 
poll გამოკითხვა

რომელ პოზიციაზე სჭირდება გაძლიერება მილანს ყველაზე მეტად?

ცენტრალური მცველის
მარჯვენა მცველის
ცენტრალური თავდამსხმელის
სხვა
სულ პასუხები: 294
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

გაბია, ბენასერი, ტონალი, კრუნიჩი, სალმაკერსი, რებიჩი

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

ლეაო