logo

რეინა: "როცა "მილანში" გადავედი, დონარუმა გუნდიდან წასვლას აპირებდა"

რეინა: "როცა "მილანში" გადავედი, დონარუმა გუნდიდან წასვლას აპირებდა"

რამდნეიმე დღის წინ "ასტონ ვილაში" გადაბარგებულმა პეპე რეინამ "როსონერიში" გადასვლის პერიოდი გაიხსენა.

"მილანთან" წელიწადნახევრიანი კონტრაქტი გავაფორმე. მაშინ დონარუმა გუნდიდან წასვლას აპირებდა, თუმცა, საბოლოოდ, დარჩენა გადაწყვიტა. სწორედ ამიტომ ვცდილობდი, რომ "მილანისთვის" ყველაფერი გამეკეთებინა". 

"ლომბარდიაში გატარებული დროით კმაყოფილი ვარ. ეს გუნდი ახლა საუკეთესო ფორმაში არ არის, თუმცა, დარწმუნებული ვარ, რომ ძველ პოზიციებს დაუბრუნდება",ციტირებს რეინას სიტყვებს "Onda Cero".

ცნობისთვის, რეინა "ასტონ ვილას" არენდით შეუერთდა. ესპანელ მეკარეს ,,მილანთან'' კონტრაქტი 2021 წლის ზაფხულამდე აკავშირებს.


5 თვის წინ
1269 / 0
ლევან კვინიკაძე
reclam
poll გამოკითხვა

როგორ შეაფასებთ განახლებულ ACMILAN.GE-ს?

ძალიან კარგია
ნორმალურია
არ მომწონს
ძველი ვერსია ჯობდა
სულ პასუხები: 355
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

დუარტე, ბილია

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ