რაფა ლეაო: "საშინლად იმედგაცრუებული ვარ"

რაფა ლეაო: "საშინლად იმედგაცრუებული ვარ"

"რომასთან" დრამატული მატჩის ერთ-ერთი გმირი რაფაელ ლეაო გახდა, რომელიც ბევრმა საიტმა  ამ თამაშის საუკეთესო მოთამაშედაც კი აღიარა.

დედაქალაქელებთან მატჩის შემდეგ რაფამ კომენტარი გააკეთა. ფეხბურთელი შედეგით ძალიან უკმაყოფილო იყო.

"საშინლად იმედგაცრუებული ვარ ამ შედეგით. უამრავი შანსი შევქმენით, თუმცა ფორტუნა ჩვენს მხარეს არ იყო".

"ჩვენ გვსურს ყველა თამაში მოვიგოთ. განვითარების სწორ გზაზე ვდგავართ და აკრეფილი ტემპი არ უნდა დავაგდოთ. მთავარი მიზანი ცხრილის სათავეში ადგილის შენარჩუნებაა".

"ზლატანი მაგალითია თითოეული ჩვენგანისთვის. მოხარული ვარ, რომ მის გვერდით თამაში მიწევს". - აცხადებს ლეაო.

"მილანისა" და "რომას" შეხვედრა ფრედ, 3:3 დასრულდა.

2 თვის წინ
784 / 0
Rossonero11
poll გამოკითხვა

რომელ პოზიციაზე სჭირდება გაძლიერება მილანს ყველაზე მეტად?

ცენტრალური მცველის
მარჯვენა მცველის
ცენტრალური თავდამსხმელის
სხვა
სულ პასუხები: 298
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

გაბია, ტეო ერნანდესი, ბენასერი, კრუნიჩი, ჩალჰანოღლუ, რებიჩი

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

რომანიოლი, სალმაკერსი