"ნაპოლის" მთავარმა მწვრთნელმა, ჯენარო გატუზომ საკუთარი გუნდის შესახებ იტალიურ მედიასთან კომენტარი გააკეთა.
"მილანი არ არის ჩემპიონატის ერთადერთი დაუმარცხებელი გუნდი, ასეთები ვართ ჩვენც. იუვენტუსთან ის ტექნიკური მარცხი არაფერს ნიშნავს.
ეს არ იყო "ნაპოლის" არჩევანი, ჩვენ მთავრობის წესების დავიმორჩილეთ და დავისაჯეთ. იმედი მაქვს, ტურინელებთან მატჩი მაინც ჩატარდება.
სწორედ ამის შემდეგ იქნება შესაძლებებელი ჩვენი გუნდის ადეკვატურად შეფასება", - განაცხადა იტალიელმა სპეციალისტმა.