logo

პიოლი: "მილანი" ნორმალური გუნდი არაა"

პიოლი: "მილანი" ნორმალური გუნდი არაა"

"მილანის" მთავარმა მწვრთნელმა სტეფანო პიოლიმ უეფას ევროპის ლიგაზე "სელტიკის" წინააღმდეგ მოპოვებული გამარჯვება შეაფასა.

პიოლის აზრით, გუნდი პროგრესირებს, ძლიერდება, თუმცა მწვრთნელი თავის კოლექტივს იტალიის ჩემპიონატის მოგების ფავორიტად ჯერ მაინც არ თვლის.

"ეს იყო თამაში, რომელმაც გამოაჩინა "მილანის" ხასიათი. პირველი ტაიმი კარგი იყო, მეორეში რამდენიმე ტაქტიკური შეცდომა დავუშვით და ჩვენი სისუსტეებიც გამოიკვეთა. ერთი რამ ცხადია, "მილანი" ნორმალური გუნდი არაა, ჩვენთვის ყოველი შემდეგი მატჩი მნიშვნელოვანია. ნორმალური გუნდები რიგით მატჩებს შედარებით ნაკლები მოტივაციით ატარებენ, ჩვენ შემთხვევაში ეს ასე არ არის".

"წარმატების საიდუმლო არ გვაქვს, ჩვენ ვმუშაობთ საკუთარ თავზე, გვაქვს მიმართულება, რომელსაც მივყვებით. კლუბის ყველა სტრუქტურა გამართულად და ორგანიზებულად მუშაობს. "მილანი" ახალგაზრდა გუნდია, რომელსაც ჯერ კიდევ ბევრი აქვს სასწავლი. დარწმუნებული ვარ, წინ მეტი წარმატება გველის, მთავარია ყოველდღიური ,დაუღალავი შრომა".

"ვეცდებით ორშაბათის მატჩისთვის, რომელიც "რომასთან" გველოდება და ისინიც კარგ ფორმაში არიან, სათანადოდ მოვემზადოთ. ყველას გვსურს პოზიტიური პერიოდი ძალიან დიდხანს გაგრძელდეს. ხალხი უკვე ფიქრობს სკუდეტოზე, თუმცა ჯერ ჩვენ ფავორიტები არ ვართ, იტალიაში 3-4 გუნდი "მილანზე" ძლიერია. ამის მიუხედავად, ფეხბურთი მოულოდნელობებითაა სავსე".- აცხადებს პიოლი.

1 თვის წინ
1144 / 0
Rossonero11
poll გამოკითხვა

რომელ პოზიციაზე სჭირდება გაძლიერება მილანს ყველაზე მეტად?

ცენტრალური მცველის
მარჯვენა მცველის
ცენტრალური თავდამსხმელის
სხვა
სულ პასუხები: 183
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

დუარტე, ბილია

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ