logo

რომანიოლი "ინტერთან" გამარჯვებაზე: "ცხრილს არ ვუყურებთ, ყველაფერი მარტში გამოჩნდება"

რომანიოლი "ინტერთან" გამარჯვებაზე: "ცხრილს არ ვუყურებთ, ყველაფერი მარტში გამოჩნდება"

"მილანის" კაპიტანმა ალესიო რომანიოლიმ თანაქალაქელ "ინტერთან" მოგებული შეხვედრა შეაფასა.

შეგახსენებთ, რომ რომანიოლის ტრავმა ჰქონდა და მოედანს სწორედ ამ შეხვედრის წინ დაუბრუნდა.

"ულამაზესი მომენტია. მიხარია გამარჯვება და მოედანზე დაბრუნება. ახლა მთავარია არ გაჩერდეთ, ხუთშაბათს კიდევ ერთი ბრძოლა გველის ამჯერად ევროპის ლიგაზე".

"სატურნირო ცხრილში გავლიდერდით, თუმცა ეს არაფერს ნიშნავს, ყველაფერი მარტში გამოჩნდება, სეზონის მიწურულს. თუ გინდა ძლიერი გახდე, სწორედ ასეთ გუნდებს უნდა მოუგო, ჩვენ ბოლო თვეებში რამდენიმე დიდ გამარჯვებას მივაღწიეთ".

"რაც შეეხება ზლატანს, მასზე მისი თამაში მეტყველებს, იბრა შეუდარებელია". - აცხადებს რომანიოლი.

1 თვის წინ
2056 / 1
Rossonero11
user
poll გამოკითხვა

რომელ პოზიციაზე სჭირდება გაძლიერება მილანს ყველაზე მეტად?

ცენტრალური მცველის
მარჯვენა მცველის
ცენტრალური თავდამსხმელის
სხვა
სულ პასუხები: 183
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

დუარტე, ბილია

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ