ზლატანი "ინტერთან" მატჩის შემდეგ: "იმედგაცრუებული ვარ ამ ფაქტით"

ზლატანი "ინტერთან" მატჩის შემდეგ: "იმედგაცრუებული ვარ ამ ფაქტით"

მილანური დერბის გმირმა, შვედმა ზლატან იბრაჰიმოვიჩმა "როსონერის" ტრიუმფალური გამარჯვება შეაფასა მოსისხლე მტერ "ინტერთან".

შეგახსენებთ, რომ "ნერაძურის" კარში ორივე გოლის გატანა სწორედ შვედმა მოახერხა.

"კლუბს მილანური დერბი ოთხი წლის მანძილზე არ ჰქონდა მოგებული, მე კი სახლში ორი კვირით ვიყავი გამოკეთილი, მომშივდა და ეს შედეგზეც აისახა".

"იმედგაცრუებული ვარ, რომ მეკარემ პენალტი ამიღო, თუმცა მთავარია, რომ მატჩი მოვიგეთ"

"პასუხისმგებლობას ვგრძნობ ბიჭებისადმი, რადგან გუნდში ყველაზე უფროსი მე ვარ".

"ჩემი დონე ჩემთვის კარგად არის ცნობილი. ტრავმის შემდეგ ამერიკაში წავედი, რათა მეგრძნო, რომ ისევ ცოცხალი ვარ. შემდეგ, რაიოლამ ევროპაში დაბრუნება შემომთავაზა და მითხრა, რომ „მილანს“ ვჭირდებოდი".

"ახლა თავს უფრო სრულყოფილ მოთამაშედ ვთვლი, ვიდრე ათი წლის წინ. ჩემი შეჩერება შეუძლებელია". - აცხადებს ზლატანი.


3 თვის წინ
1033 / 0
Rossonero11
poll გამოკითხვა

რომელ პოზიციაზე სჭირდება გაძლიერება მილანს ყველაზე მეტად?

ცენტრალური მცველის
მარჯვენა მცველის
ცენტრალური თავდამსხმელის
სხვა
სულ პასუხები: 299
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

გაბია, ტეო ერნანდესი, ბენასერი, კრუნიჩი, ჩალჰანოღლუ, რებიჩი

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

რომანიოლი, სალმაკერსი