logo

კონტე "მილანთან" მატჩზე: "საბედისწერო პერიოდი გრძელდება"

კონტე "მილანთან" მატჩზე: "საბედისწერო პერიოდი გრძელდება"

"ინტერის" მთავარმა მწვრთნელმა ანტონიო კონტე „მილანთან“ სერია ა-ს მეოთხე ტურის მატჩს განსაკუთრებულად არ მიიჩნევს და ამ პოზიციის გასამყარებლად არგუმენტებიც აქვს.

„ჩვენ თითოეული მატჩის მოგებას ვცდილობთ და ყველგა მათგანი თანაბრად მნიშვნელოვანია, რადგან მათ სამი ქულა მოაქვს. ასე რომ, შეგვიძლია ჩავთვალოთ, რომ „ინტერს“ საბედისწერო მატჩების დაუსრულებელი პერიოდი აქვს.

ერთადერთი განსაკუთრეულობა „როსონერისთან“ დღევანდელი შეხვედრის არის ის, რომ მეტოქემ ბოლო თვეებში საგრძნობლად მოუმატა და წელს უსერიოზულესი ძალაა.

გარკვეულ სირთულეებს წარმოადგენს საკადრო პრობლემებიც და ისიც, რომ ფეხბურთელები ნაკრებებიდან განსხვავებულ მდგომარეობაში გვიბრუნდებიან. ავიღოთ იგივე ჩილელები: ჩვენ ვერც კი მოვასწარით იმის შეფასება, აღიდგინა თუ არა ძალები სანჩესმა და თუ არა, მოასწრებს თუ არა ამის გაკეთებას.“ - ციტირებს კონტეს სიტყვებს Football Italia.

სერია ა-ს მეოთხე ტურის მატჩი „ინტერი“ – „მილანი“ შაბათს, 17 ოქტომბერს, თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.

2 კვირის წინ
429 / 0
Rossonero11
poll გამოკითხვა

რომელ პოზიციაზე სჭირდება გაძლიერება მილანს ყველაზე მეტად?

ცენტრალური მცველის
მარჯვენა მცველის
ცენტრალური თავდამსხმელის
სხვა
სულ პასუხები: 138
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

დუარტე, ბილია

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ