logo

ზიდანი "რეალში" "მილანის" სამიზნის მიწვევას გეგმავს

ზიდანი "რეალში" "მილანის" სამიზნის მიწვევას გეგმავს

"Diario de Sevilla"-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, "მილანმა" გასულ სატრანსფერო ფანჯარაზე "ბეტისისაგან" ნაბილ ფეკირის თაობაზე ინფორმაცია მიიღო და ფრანგი ფეხბურთელი 50 მილიონ ევროდ შეაფასა, რაც "როსონერისათვის" ზედმეტად მაღალი თანხა აღმოჩნდა.

"Don Balon"-ის მტკიცებით კი ლომბარდიული გრანდი იანვარში დიდი დანახარჯისთვის მზად იქნება, თუ სატურნირო ცხრილში დამაკმაყოფილებელ პოზიციას დაიკავებს. 27 წლის ფეხბურთელის შეძენა მადრიდის "რეალსაც" სურს, რომლის მთავარი მწვრთნელი ზინედინ ზიდანი თანამემამულის თვისებებით მოხიბლულია.

კონკურენციის ფონზე ანდალუსიურმა კლუბმა ფასიც გაზარდა და ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე ნაბილს 60 მილიონ ევროზე ნაკლებად არ დათმობს. ფეკირმა "ბეტისში" გადასვლის შემდეგ 38 ოფიციალურ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, გაიტანა 8 გოლი და ამდენივე საგოლე გადაცემა გააკეთა.

2 კვირის წინ
863 / 0
rossoneri-best
poll გამოკითხვა

რომელ პოზიციაზე სჭირდება გაძლიერება მილანს ყველაზე მეტად?

ცენტრალური მცველის
მარჯვენა მცველის
ცენტრალური თავდამსხმელის
სხვა
სულ პასუხები: 138
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

დუარტე, ბილია

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ