logo

რებიჩი დერბიში არ იქნება: როდის დაბრუნდება ხორვატი შემტევი

რებიჩი დერბიში არ იქნება: როდის დაბრუნდება ხორვატი შემტევი

"MilanNews"-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ანტე რებიჩი სტეფანო პიოლისათვის "დერბი დელა მადონინაში" ხელმისაწვდომი არ იქნება.

ხორვატ შემტევს კიდევ ერთი გამოკვლევა ჩაუტარდა და გადაწყდა, რომ ტრავმის გამწვავებისგან თავის არიდების მიზნით თერაპია გაგრძელდეს და კვლავ ლაზარეთში დარჩეს.

"Tuttosport"-ის მტკიცებით კი რებიჩი ევროპის ლიგის ჯგუფური ეტაპის სადებიუტო შეხვედრაშიც ვერ მიიღებს მონაწილეობას, რომელიც შოტლანდიაში "სელტიკ პარკზე" გაიმართება.

დიდი ალბათობით, ანტე "რომასთან" შეხვედრისათვის იქნება მზად, რომელიც "სან სიროზე" მომავალ კვირას გაიმართება.

2 კვირის წინ
295 / 0
rossoneri-best
poll გამოკითხვა

რომელ პოზიციაზე სჭირდება გაძლიერება მილანს ყველაზე მეტად?

ცენტრალური მცველის
მარჯვენა მცველის
ცენტრალური თავდამსხმელის
სხვა
სულ პასუხები: 138
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

დუარტე, ბილია

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ