logo

"მილანმა" თვალი 18 წლის ტალანტს დაადგა [+ვიდეო]

"მილანმა" თვალი 18 წლის ტალანტს დაადგა [+ვიდეო]

"მილანი" ძალიან დაინტერესებულია ზალცბურგის "რედ ბულის" თინეიჯერი ნახევარმცველით, ლუკა სუჩიჩით. 

როგორც იცით, სწორედ ამ კლუბიდან აიდგა ფეხი მრავალმა ტალანტმა, რომელთა შორისაც არიან: დორტმუნდის "ბორუსიას" ჰალანდი, "ლივერპულის" სადიო მანე და, ასევე, ნაბი კეიტა. 

"Goal.com"-მა გამოაშკარავა, რომ ლომბარდიული გრანდი მისი შეძენით დაინტერესებულია. "Calciomercato.com"-იც ამ ინფორმაციას ადასტურებს და ამბობს, რომ "როსონერი" მისით გატაცებულია, მაგრამ ჯერჯერობით მოლაპარაკებები არ მიმდინარეობს. 

შესაძლოა, ეს უკანასკნელი მომდევნო კვირებში დაიწყოს, რადგან კლუბის ტექნიკური დირექტორი, პაოლო მალდინი 18 წლის ლუკას დიდი ყურადღებით აკვირდება.

შეგახსენებთ იმასაც, რომ ამ სეზონში მის ანგარიშზე "რედ ბულის" მაისურით 6 შეხვედრაში 2 გოლი და 1 საგოლე გადაცემაა. "Transfermarkt"  მას 1.5 მილიონ ევროდ აფასებს. ახლა კი, გთავაზობთ ფეხბურთელის გამორჩეულ მომენტებს.



1 თვის წინ
563 / 0
საშკა ცხოვრებაშვილი
poll გამოკითხვა

რომელ პოზიციაზე სჭირდება გაძლიერება მილანს ყველაზე მეტად?

ცენტრალური მცველის
მარჯვენა მცველის
ცენტრალური თავდამსხმელის
სხვა
სულ პასუხები: 196
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

იბრაჰიმოვიჩი, ლეაო, მუსაკიო

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ