ჯანლუიჯი დონარუმამ "Milan TV"-ს მილანური დერბის წინ ინტერვიუ მისცა:
"ვცდილობ, რომ კარგად გამოვიყურებოდე, მაგრამ, ასევე, ვცდილობ დავეხმარო კლუბს. ჩვენ დავისახეთ მიზანი, რომ გოლი არ გაგვეშვა და პირველ სამ თამაშში კარი სუფთად შევინახეთ. ახლა კი, ვიმედოვნებთ, რომ ასე გავაგრძელებთ და მაგარ მატჩს ჩავატარებთ. გვსურს, რომ გულშემატკივრებს ვასიამოვნოთ. იმედია, სახლში კარგი შედეგი გვექნება".
შეგახსენებთ, რომ შეხვედრა "მილანსა" და ინტერს" შორის 17 ოქტომბერს თბილისის დროით, 20:00 საათზე გაიმათება.