logo

"სელტიკის" მცველმა "მილანის" მისდამი დაინტერესება აღიარა

"სელტიკის" მცველმა "მილანის" მისდამი დაინტერესება აღიარა

გლაზგოს "სელტიკის" მცველმა, კრისტოფერ აიერმა "მილანის" მისდამი დაინტერესება აღიარა: 

"ბევრი კომენტარის გაკეთება არ მსურს, მაგრამ ზაფხულში "მილანის" მხრიდან დაინტერესება იყო".

როგორც მოგეხსენებათ, აიერის სახელი რამდენიმე წყარომ მრავალჯერ დაუკავშირა "როსონერის" და ეს ინფორმაცია არ ახალია. ლომბარდიული გრანდი ცენტრალურ მცველს ეძებდა და რამდენიმე ვარიანტი განიხილებოდა, რომლის სათავეშიც ნორვეგიელი გახლდათ.  როგორც "Calciomercato.com" იტყობინება, იმ შემთხვევაში თუ კრისტოფერი მწვანე შუქს აანთებდა, შოტლანდიური კლუბი მას იჯარით გაუშვებდა.

"Tuttosport" იწერებოდა, რომ "ფიორენტინას" მილენკოვიჩი პირველ ვარიანტად მოიაზრებოდა ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე. კანდიდატურათა სიაში იყვნენ: პეზელა და აიერიც. ცნობისათვის, გეტყვით, რომ "Transfermarkt" 22 წლის მოთამაშეს 4 მილიონ ევროდ აფასებს.

1 თვის წინ
388 / 0
საშკა ცხოვრებაშვილი
poll გამოკითხვა

რომელ პოზიციაზე სჭირდება გაძლიერება მილანს ყველაზე მეტად?

ცენტრალური მცველის
მარჯვენა მცველის
ცენტრალური თავდამსხმელის
სხვა
სულ პასუხები: 197
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

იბრაჰიმოვიჩი, ლეაო, მუსაკიო

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ