logo

"ელიოტს" გაზიდისი აღარ მოსწონს; კორპორაციაში მისი შემცვლელი იპოვნეს

"ელიოტს" გაზიდისი აღარ მოსწონს; კორპორაციაში მისი შემცვლელი იპოვნეს

"calciomercato.com"-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, "ელიოტი" ივან გაზიდის მომავალ ზაფხულში გაანთავისუფლებს და კორფორაციას მისი შემცვლელი უკვე მოძიებული ჰყავს.

საუბარია 61 წლის გერმანელ რალფ რანგნიკზე, რომელიც "რედ ბულის" სპორტული მხარის აღმასრულებელი პრეზიდენტია. ამ კომპანიის მფლობელობაში არიან: "ლაიპციგი", "ზალსბურგი", "ნიუ იორკი" და "ბრეგანტინო". ავსტრიულ კომპანიაში რანგნიკი 2013 წლიდანაა და დაკისრებულ ვალდებულებას თავს იდეალურად ართმევს.

რალფის კანდიდატურა ასევე ძალიან მოსწონს "მანჩესტერ იუნაიტედის" ხელმძღვანელობას, რომლებიც ედ ვუდვორდის განთავისუფლებას გეგმავენ. მიუნხენის "ბაიერნმა" კი მას კოვაჩის გაშვების შემდეგ მთავარი მწვრთნელის პოსტი შეთავაზა, თუმცა უარი მიიღო.

ზემოთ ხსენებული წყაროს ინფორმაციით, რანგნიკის დასარწმუნებლად "ელიოტმა" შესაძლოა ორი თანამდებობა შესთავაზოს გერმანელს: აღმასრულებელი დირექტორი და მთავარი მწვრთნელი.

1 წლის წინ
1075 / 0
ბექა ბლიაძე
poll გამოკითხვა

რომელ პოზიციაზე სჭირდება გაძლიერება მილანს ყველაზე მეტად?

ცენტრალური მცველის
მარჯვენა მცველის
ცენტრალური თავდამსხმელის
სხვა
სულ პასუხები: 196
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

იბრაჰიმოვიჩი, ლეაო, მუსაკიო

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ