"მილანის" ფრანგმა განაპირა მცველმა ტეო ერნანდესმა "როსონერის" მიმდინარე სეზონის პერსპექტივების შესახებ ისაუბრა.
ამასთან ერთად, ტეომ საინტერესო პირობა დადო. მისი თქმით, თუ "მილანი" ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვებას შეძლებს, მზადაა თმა "შავ-წითელ" ფერად გადაიღებოს.
"როცა ცნობილი გახდა, რომ გუნდიდან შესაძლოა სტეფანო გაეშვათ, ვერ ვხვდებოდი რატომ აკეთებდმემ ამას, რადგან იმ მომენტში ყველაფერი იდეალურად მიდიოდა. საბედნიეროდ, ის დარჩა, რადგან დიდებული მწვრთნელია.
თავს გაცილებით ძლიერად ვგრძნობთ, ახლა "როსონერი" სასიამოვნოდ თამაშობს. ვფიქრობ, ამჯერად ჩემპიონთა ლიგაზე გასვლას ნამდვილად შევძლებთ. თუ ეს მოხდება, პირობას ვდებ, რომ შავ-წითელ ფერებში შევიღებავ თმას". - განაცხადა ტეომ.