logo

არიგო საკი: "სარის ვეუბნებოდი, რომ ეს თვითმკვლელობა იყო"

არიგო საკი: "სარის ვეუბნებოდი, რომ ეს თვითმკვლელობა იყო"

"მილანის" ლეგენდარულმა მწვრთნელმა, არიკო საკიმ "იუვენტუსში" მაურისიო სარის მუშაობის პერიოდის შესახებ ადგილობრივ მედიასთან ისაუბრა.

"სარის თავიდანვე ვეუბნებოდი, რომ თვითმკვლელობა იყო. ეს ფეხბურთელები მისი სათამაშო სტილის შესაფერისები არ იყვნენ".

"მაურისიოს თან არ გაუმართლა, სეზონის წინ მძიმე პნევმონიით დაავადდა. გუნდთან სათანადო ადაპტაცია ვერ გაიარა და შედეგიც ყველამ ნახა".

"შეუძლია სამუშაოს დაუბრუნდეს, თუ მისი იდეების შესაფერისი ფეხბურთელების კლუბი მოიძებნება. მის ხედვებს სრულად ვიზიარებ - ლამაზ და ჰარმონიულ ფეხბურთზე", - ციტირებს Virgiolio Sport საკის სიტყვებს.

1 თვის წინ
761 / 0
Rossonero11
poll გამოკითხვა

რომელ პოზიციაზე სჭირდება გაძლიერება მილანს ყველაზე მეტად?

ცენტრალური მცველის
მარჯვენა მცველის
ცენტრალური თავდამსხმელის
სხვა
სულ პასუხები: 195
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

იბრაჰიმოვიჩი, ლეაო, მუსაკიო, სალმაკერსი

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ