დაცვის ცენტრის გაძლიერებასთან ერთად "მილანი" ახალი გარემარბის ყიდვასაც ცდილობდა, თუმცა არ გამოუვიდა. ერთ-ერთი კანდიდატი ფლორიან ტოვინი იყო, რომლისადმი ინტერესი დღემდე არსებობს.
"Corriere Dello Sport"-ის მტკიცებით, ფრანგი ნახევარმცველი "მარსელთან" კონტრაქტის გახანგრძლივებას არ აპირებს, რომელიც 2021 წლის ივნისში იწურება, ამიტომ "როსონერი" მის გადაბირებას უფასოდ ეცდება.
ლომბარდიული გრანდი იანვარშიც ეცდება ტოვინის დაბალ ფასში დამატებას, მაგრამ უფრო რეალური ვარიანტი ივნისია. ფლორიანის გადაბირების მთავარი ინიციატორი მასარაა, რომელი "რომაში" ყოფნის დროსაც ცდილობდა მის გადაბირებას.