"Calciomercato.com"-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ანდრეა კონტით "პარმა" ინტერესდებოდა.
წყაროს ცნობით, ფეხბურთელს არასდროს უფიქრია მილანური კლუბის დატოვებაზე და ეს შემთხვევაც არ გამოდგა გამონაკლისი. მან უარი განაცხადა.
შეგახსენებთ, რომ იტალიელი ლომბარდიულ გრანდს 2017 წელს "ატალანტადან" შეუერთდა.