"ევერტონის" 23 წლის თავდამსხმელმა, დომინიკ კალვერტ-ლიუინმა, რომელმაც პრემიერ ლიგის საწყის 4 ტურში 6 გოლი გაიტანა განაცხადა, რომ კარლო ანჩელოტი მას ლეგენდარულ თავდამსხმელს, ფილიპო ინძაგის ადარებს.
"ანჩელოტი ინძაგის მადარებს და შედეგად, იუთუბზე მისი გოლების ვიდეობის ყურება დავიწყე, ვნახე მის კარიერაზე 15-წუთიანი ფილმი. გოლების უმრავლესობა მას კარის წინ ერთი შეხებით აქვს გატანილი".
"ყოველთვის შეიძლება მისგან რაღაცის სწავლა და მეც ვსწავლობ. ანჩელოტი ჩემზე დიდ გავლენას ახდენს და ჩემს ასაკში ძალიან ვიზრდები." - განაცხადა ინგლისელმა თავდამსხმელმა.