დიეგო დალოტი დღეს, ადრე მილანში ჩაფრინდა და "ლა მადონინას" კლინიკაში მივიდა, სადაც სამედიცინო შემოწმებაც გაიარა.
პორტუგალიელი ხვალ ფიტნეს ტესტსაც გაივლის და შემდგომ კონტრაქტსაც მოაწერს ხელს, რომლის ვადაც ერთი წელი იქნება.
შეგახსენებთ იმასაც, რომ ამ სეზონში 21 წლის ფეხბურთელმა "მანჩესტერის" მაისურით, მხოლოდ და მხოლოდ 1 მატჩის ჩატარება მოასწრო.