logo

"მილანი" ტიემუ ბაკაიოკოსთვის ბრძოლაში მარტო არ არის - საგა გრძელდება

"მილანი" ტიემუ ბაკაიოკოსთვის ბრძოლაში მარტო არ არის - საგა გრძელდება

"მილანი" ტიემუ ბაკაიოკოსთვის ბრძოლაში მარტო არ არის. ფრანგი ფეხბურთელით კიდევ 5 კლუბი ინტერესდება. ალბათ, უკვე ნათელია, რომ მოლაპარაკება "მილანსა" და "ჩელსის" შორის ბაკაიოკოს თაობაზე ერთ-ერთ ყველაზე დიდ საგად მოგვევლინა ამ სატრანსფერო ფანჯარაზე. 

წესით, თავიდან როგორც ჩანდა, ტიემუს დაბრუნება მილანურ კლუბში მარტივად შესაძლებელი იყო, მაგრამ ყველაფერი სხვაგვარად წარიმართა.

იტალიელი ჟურნალისტის, ნიკოლო შირას ცნობით, ფრანგი ფეხბურთელი ლომბარდიული გრანდის გადამწყვეტი ნაბიჯის გადადგმას ელოდება, რომელიც საბოლოოდ დაასრულებს ამ საგას. ფეხბურთელის პრიორიტეტი "მილანში" დაბრუნებაა.

ამავდროულად, 26 წლის მოთამაშეს არც სხვა მსურველები აკლია. ბოლო კლუბი, რომელიც "ჩელსის" მის თაობაზე დაუკავშირდა "კრისტალ პალასის", "პსჟ"-ს, "გალათასარაისა" და "ბეტისის" შემდეგ "ნაპოლი" გახლავთ, რომელიც "როსონერის" უშუალო კონკურენტად იქცა. ასევე, გეტყვით იმასაც, რომ "Transfermarkt" ფრანგს 25.5 მილიონ ევროდ აფასებს.


3 კვირის წინ
539 / 0
საშკა ცხოვრებაშვილი
poll გამოკითხვა

რომელ პოზიციაზე სჭირდება გაძლიერება მილანს ყველაზე მეტად?

ცენტრალური მცველის
მარჯვენა მცველის
ცენტრალური თავდამსხმელის
სხვა
სულ პასუხები: 111
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

დუარტე, ბილია

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ