logo

იბრაჰიმოვიჩის სამი მთავარი ძალა

იბრაჰიმოვიჩის სამი მთავარი ძალა

ზლატან იბრაჰიმოვიჩის მოსვლამ "მილანი" აშკარად გამოაცოცხლა მიუხედავად იმისა, რომ შვედი თავდამსხმელი 38 წლისაა. "Corriere Della Sera"-მ იბრას სამი მთავარი ძალა გამოყო.

საყრდენი ახალგაზრდა ფეხბურთელებისათვის: მალდინისა და ბობანის ჩანაფიქრმა გაამართლა და იბრაჰიმოვიჩი "მილანის" ახალგაზრდა ფეხბურთელებისათვის კერპი გახდა. მარტივად რომ ვთქვათ "როსონერის" ამჟამინდელი შემადგენლობა გამოუცდელია, ზლატანი კი ამ კომპონენტში მათ თვალსაჩინოდ ეხმარება.

მოწინააღმდეგეების მხრიდან პატივისცემა: მიუხედავად მისი ასაკისა, იბრაჰიმოვიჩის დანახვა ოპონენტების თვალებში შიშს აჩენს. ფიზიკურად ზლატანი ძალიან ძლიერია და ხარისხის შენარჩუნების მთავარი მიზეზიც ეს გახლავთ.

გულშემატკივრების ნდობა: იბრაჰიმოვიჩის დაბრუნებამ გულშემატკივრებში დიდი ენთუზიაზმი გააღვიძა. იტალიის თასზე "სპალთან" შეხვედრაში "სან სიროზე" დაახლოებით 30 ათას გულშემატკივარს ელიან, რაც სათასო დაპირისპირების ამ ეტაპისთვის საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია.

4 თვის წინ
1566 / 2
rossoneri-best
user
Milanelo1990 Son i totenhemidan da ziechi dagvxatavda
user
Sisvadze ამას გვერდში დაუყენებენ ორ გამოცდილ და ნაცნობ იგროკს აგერ ნახეთ როგორ მოხოდონ გუნდი
poll გამოკითხვა

როგორ შეაფასებთ განახლებულ ACMILAN.GE-ს?

ძალიან კარგია
ნორმალურია
არ მომწონს
ძველი ვერსია ჯობდა
სულ პასუხები: 319
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

დუარტე, ბილია

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ