logo

ტოვინის აგენტი "კაზა მილანში" იმყოფება

ტოვინის აგენტი "კაზა მილანში" იმყოფება

"MilanNews"-ის მტკიცებით, ფლორიან ტოვინის მოთხოვნით "მარსელმა" თავისი ფეხბურთელი "მილანს" შესთავაზა, რომელსაც კონტრაქტი მომავალ ზაფხულს ეწურება და მისი ფასიც დაუსახელა - 15 მილიონი ევრო.

ფრანგმა ნახევარმცველმა სეზონი ძალიან კარგად დაიწყო და ლიგა 1-ის საწყის ხუთ შეხვედრაში თავი ორი გოლითა და ამდენივე საგოლე გადაცემით გამოიჩინა.

"TMW"-ს ინფორმაციით, "როსონერი" ტოვინს ლუკას პაკეტას შემცვლელად განიხილავს, რომელიც ძალიან მალე "ლიონთან" კონტრაქტს ოფიციალურად გააფორმებს.

ფლორიანის აგენტი, კირილ რული ამჟამად "კაზა მილანში" იმყოფება, სადაც ლომბარდიული გრანდის მესვეურებთან მოლაპარაკებებს აწარმოებს, რათა ტრანსფერი არ გაჭიანურდეს და თავისი კლიენტი ახალ კლუბს მალევე შეუერთდეს.

3 კვირის წინ
757 / 0
rossoneri-best
poll გამოკითხვა

რომელ პოზიციაზე სჭირდება გაძლიერება მილანს ყველაზე მეტად?

ცენტრალური მცველის
მარჯვენა მცველის
ცენტრალური თავდამსხმელის
სხვა
სულ პასუხები: 111
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

დუარტე, ბილია

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ