logo

ბონუჩი: "ეს არის მიზეზი, რატომაც ზლატანის გვერდით თამაშზე ვოცნებობ"

ბონუჩი: "ეს არის მიზეზი, რატომაც ზლატანის გვერდით თამაშზე ვოცნებობ"

"მილანის" ყოფილმა და ტურინის "იუვენტუსის" ცენტრალურმა მცველმა, ლეონარდო ბონუჩიმ თავისთვის საოცნებო თანაგუნდელი დაასახელა. 

"ვოცნებობ ზლატან იბრაჰიმოვიჩის გვერდით თამაშზე. ის არის ნამდვილი ლიდერი, უდიდესი პიროვნული სიძლიერითა და ხასიათის სიმტკიცით"

"დიახ, შვედი ხისტი მოთამაშეა, თუმცა ის ძალიან გამოცდილი და მაღალი დონის არის. მსურს ქედი მოვიხარო იბრაჰიმოვიჩის წინაშე". - აცხადებს ბონუჩი.

ცნობისთვის, 2006-2007 წლის სეზონში, მილანის "ინტერში" "როსონერის" ამჟამინდელ ლიდერთან ერთად, იტალიელიც ირიცხებოდა.

რაც შეეხება ლეონარდოს "მილანურ" მოგონებებს, იგი "როსონერის" 2017-18 წლებში კაპიტნობდა.

3 კვირის წინ
764 / 0
Rossonero11
poll გამოკითხვა

რომელ პოზიციაზე სჭირდება გაძლიერება მილანს ყველაზე მეტად?

ცენტრალური მცველის
მარჯვენა მცველის
ცენტრალური თავდამსხმელის
სხვა
სულ პასუხები: 115
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

დუარტე, ბილია

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ