logo

კრესპო: "როდესაც ტელევიზორში "მილანის" თამაში იწყება, მსოფლიო ჩერდება"

კრესპო: "როდესაც ტელევიზორში "მილანის" თამაში იწყება, მსოფლიო ჩერდება"

ისტორიაში ერთ-ერთმა საუკეთესო არგენტინელმა თავდამსხმელმა და "მილანის" ყოფილმა ფეხბურთელმა, ერნან კრესპომ "La Gazzetta dello Sport"-თან საინტერესო ინტერვიუ ჩაწერა.

"მილანი" რელიგიასავითაა, შეუძლია მთლიანად მოგიცვას. როდესაც ტელევიზორში "როსონერის" თამაში იწყება, მსოფლიო ჩერდება. ამჟამინდელი გუნდი მომწონს და პიოლის ფილოსოფიას ძალიან ვაფასებ."

"ლომბარდიული გრანდი შემადგენლობის მხრივ საკმაოდ დაბალანსებულია. იბრაჰიმოვიჩი? სიტყვები ზედმეტია. ის მეტოქე მცველების თავის ტკივილია, რაც თანაგუნდელებს მეტ თავისუფლებას აძლევს."

"მის გარდა პიოლის განკარგულებაში არიან კესიე, ბრაჰიმ დიასი, ტონალი და რა თქმა უნდა ჩალჰანოღლუ. ხარისხი, ახალგაზრდული ჟინი და იბრა... ეს "მილანი" მართლა ძალიან მომწონს." - განაცხადა კრესპომ.

3 კვირის წინ
659 / 0
rossoneri-best
poll გამოკითხვა

რომელ პოზიციაზე სჭირდება გაძლიერება მილანს ყველაზე მეტად?

ცენტრალური მცველის
მარჯვენა მცველის
ცენტრალური თავდამსხმელის
სხვა
სულ პასუხები: 111
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

დუარტე, ბილია

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ