logo

ბაკაიოკო "მილანში" ორი საკითხის მოგვარების შემთხვევაში გადაბარგდება

ბაკაიოკო "მილანში" ორი საკითხის მოგვარების შემთხვევაში გადაბარგდება

არახალი ამბავია, რომ ტიმუე ბაკაიოკოს კვლავ სურს "მილანის" მაისურის მორგება და ჯერჯერობით სხვა შეთავაზებებს არ განიხილავს. "Il Giornale" კი იმ ორ შემთხვევაზე წერს, რომლის დაკმაყოფილების შემთხვევაშიც ფრანგი ნახევარმცველი "სან სიროზე" დაბრუნდება.

პირველი სატრანსფერო ფორმულაა. "როსონერის" სურს "ჩელსისგან" არენდის უფლება მიიღოს შემდგომი გამოსყიდვის უფლებით. უფლებით და არა ვალდებულებით, წინააღმდეგ შემთხვევაში შეთანხმება არ შედგება.

მეორე კომპონენტი კი რადე კრუნიჩის გასხვისებაა. იმ შემთხვევაში, თუ ბოსნიელი ფეხბურთელი ლომბარდიულ გრანდს არ დატოვებს, ნახევარდაცვაში ადგილი არ გათავისუფლდება და შესაბამისად ახალწვეულიც არ იქნება.

3 კვირის წინ
726 / 1
rossoneri-best
user
zurius Არადა საგრძნობლად გააძლიერებდა გუნფს
poll გამოკითხვა

რომელ პოზიციაზე სჭირდება გაძლიერება მილანს ყველაზე მეტად?

ცენტრალური მცველის
მარჯვენა მცველის
ცენტრალური თავდამსხმელის
სხვა
სულ პასუხები: 111
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

დუარტე, ბილია

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ