logo

კიაერი: "იმედი მაქვს ხელმძღვანელობას ჩემს გამოსყიდვაში დავარწმუნებ"

კიაერი: "იმედი მაქვს ხელმძღვანელობას ჩემს გამოსყიდვაში დავარწმუნებ"

30 წლის დანიელმა ცენტრალურმა მცველმა სიმონ კიაერმა "მილანის" ოფიციალურ არხთან ინტერვიუ ჩაწერა, სადაც რამდენიმე საინტერესო თემაზე ისაუბრა.

"მილანი" ჩემთვის ოცნება იყო, ამ კლუბს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ისტორია აქვს. აქ თამაშობდნენ მსოფლიოში საუკეთესო მცველები: ბარეზი, მალდინი, ნესტა... ჩემი კუმირი ყოველთვის მალდინი იყო და ვამაყობ, რომ მის ნაკვალევზე გავლას შევძლებ."

"რამდენიმე კვირის წინ ტომასსონს ვესაუბრე და მან ყველაფერში კარგად გამარკვია. "როსონერიში" საინტერესო პროექტია ბევრი ახალგაზრდა ფეხბურთელით. აქ არენდით მოვედი, მაგრამ იმედი მაქვს ხელმძღვანელობას ჩემს გამოსყიდვაში დავარწმუნებ."

"დანიის ნაკრებში 4 ნომრიანი მაისური მაცვია, რომელსაც თავის დროზე მამაჩემიც ატარებდა. რადგან "მილანში" ეს ნომერი დაკავებულია 14, 24, 34 ან 44 უნდა ამერჩია, რადგან ეს ციფრი ჩემთვის იღბლიანია. საბოლოოდ 24 ნომერი ავირჩიე, რადგან ჩემი იტალიური კარიერა ამ ნომრით დაიწყო."

"ვამაყობ, რომ ჩემი ეროვნული ნაკრების კაპიტანი ვარ. რთულია იმ ემოციების ახსნა, რასაც იმ მომენტში განიცდი. მწირი სათამაშო დროის მიუხედავად, "ატალანტაში" ვარჯიშებზე 100%-თ ვიხარჯებოდი, ამიტომ ფორმიდან ამოვარდნილი არ ვარ."

"ზლატანთან ერთხელ მოედანზე შელაპარაკება მომივიდა, როცა "ფენერბაჰჩეში" ვთამაშობდი, ის კი "მანჩესტერში". ზლატანი ზლატანია, მას არ სჭირდება დამტკიცება რომ ძლიერია, ისედაც ცხადია. შესაძლოა ისეთი არა როგორიც ათი წლის წინ იყო, მაგრამ "კალიარისთან" გამოჩნდა, რომ ნამდვილად ძლიერია." - განაცხადა კიაერმა.

1 კვირის წინ
911 / 0
rossoneri-best
poll გამოკითხვა

როგორ შეაფასებთ განახლებულ ACMILAN.GE-ს?

ძალიან კარგია
ნორმალურია
არ მომწონს
ძველი ვერსია ჯობდა
სულ პასუხები: 184
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

დუარტე, ბილია

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ