ანჩელოტი: "ის ნამდვილად ჰგავს პაოლო მალდინის"

ანჩელოტი: "ის ნამდვილად ჰგავს პაოლო მალდინის"

პრემიერლიგის საწყის სამ ტურში მოპოვებული სამი გამარჯვების შემდეგ "ევერტონის" მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ გუნდის განაპირა მცველი, ირლანდიელი სიმუს კოულმენი ლეგენდარულ პაოლო მალდინის შეადარა.

"სიმუსი საოცარი ფეხბურთელია, იგი მაგალითია ყველასთვის, ირლანდიელი აჩვენებს, როგორ უნდა ითამაშო სტაბილურად მაღალ დონეზე".

"ჩემს კარიერაში რამდენიმე ძლიერ კაპიტანთან ერთად მიმუშავია, თუმცა ის თუ რას წარმოადგენს ამ გუნდის მაისური კოულმენისთვის, ნამდვილად განსაკუთრებულია".

"არ მსურს ვინმე გამომრჩეს, თუმცა სიმუსი ისეთივე ძლიერი კაპიტანია, როგორებიც ჯონ ტერი, პაოლო მალდინი და სერხიო რამოსი იყვნენ". - აცხადებს ანჩელოტი.

10 თვის წინ
1324 / 0
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

იბრაჰიმოვიჩი, ტონალი

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

ბენასერი