logo

პიოლი: "ზოგჯერ დონარუმას ასაკი გვავიწყდება"

პიოლი: "ზოგჯერ დონარუმას ასაკი გვავიწყდება"

სტეფანო პიოლიმ "კროტონესთან" დაპირისპირებამდე "MilanNews"-თან ვრცელი ინტერვიუ ჩაწერა, სადაც რამდენიმე საინტერესო თემაზე ისაუბრა.

"კროტონემ" ფეხბურთის თამაში იცის და მათი დაუფასებლობის შემთხვევაში დავისჯებით. რებიჩს ცხრიანის პოზიციაზე თამაშიც შეუძლია, მაგრამ მისთვის ყველაზე კომფორტული პოზიცია მარცხენა გარემარბია."

"ტონალისათვის მარტივი არ არის "მილანის" მაისურის მორგება. ოთხივე ნახევარმცველი შესანიშნავად მუშაობს და ფავორიტები არ მყავს. ყველა მათგანი მნიშვნელოვანია, რადგან 90 წუთის განმავლობაში ამ პოზიციაზე ცვლილებები იქნება საჭირო."

"იბრას არყოფნა სირთულეს გვიქმნის, მაგრამ ამისთვის მზად ვართ, რადგან ჩვენი გუნდი ერთიანია. ხვალ ლეაო ხელმისაწვდომი იქნება, მაგრამ მხოლოდ 4 ვარჯიშზე მიიღო მონაწილეობა და იდეალურ ფიზიკურ კონდიციებში არ იმყოფება."

"კესიეს ვესაუბრე და მითხრა, რომ საჭიროების შემთხვევაში ცენტრალურ მცველადაც ითამაშებს. ამჟამად ამის აუცილებლობა არ არსებობს, მაგრამ ამ პოზიციაზეც გვაქვს ვარიაციის საშუალება."

"სირთულეებთან შეხვედრა განვითარების წინაბირობაა, რასაც კალაბრიას მაგალითით ვხედავთ. დავიდემ თითქმის ყველა კომპონენტში საოცარი პროგრესი გამოავლინა."

"კაპიტნის სამკლავური დონარუმას კიდევ უფრო მეტ თავდაჯერებულობას მატებს. ზოგჯერ მისი ასაკი გვავიწყდება, რადგან დიდი ხანია უმაღლეს საფეხურზე დგას." - განაცხადა პიოლიმ.

2 თვის წინ
661 / 0
rossoneri-best
poll გამოკითხვა

რომელ პოზიციაზე სჭირდება გაძლიერება მილანს ყველაზე მეტად?

ცენტრალური მცველის
მარჯვენა მცველის
ცენტრალური თავდამსხმელის
სხვა
სულ პასუხები: 204
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

იბრაჰიმოვიჩი, ლეაო, მუსაკიო

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ