logo

დი მარციომ ჰაუგეს ტრანსფერის გაოფიციალურების თარიღი დააანონსა

დი მარციომ ჰაუგეს ტრანსფერის გაოფიციალურების თარიღი დააანონსა

"მილანი" აქტიურად ცდილობს 20 წლის შემტევის, იენს პეტერ ჰაუგეს გაფორმებას და მიზანთან ძალიან ახლოსაც იმყოფება.

ფაბრიციო რომანო იტყობინება, რომ რამდენიმე დღეში "როსონერი" ნორვეგიელებს ოფიციალურ შეთავაზებას გაუკეთებს, ხოლო გაოფიციალურება სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეებშია მოსალოდნელი.

ჯანლუკა დი მარციო კი განსხვავებულ ინფორმაციას გვაწვდის. დი მარციო რომანოს ეთანხმება იმაში, რომ ტრანსფერს წინ არაფერი უდგას, თუმცა რაც შეეხება გაოფიციალურებას, ეს უკანასკნელი შეთანხმების დახურვას 48 საათში ელოდება.

3 კვირის წინ
715 / 0
rossoneri-best
poll გამოკითხვა

რომელ პოზიციაზე სჭირდება გაძლიერება მილანს ყველაზე მეტად?

ცენტრალური მცველის
მარჯვენა მცველის
ცენტრალური თავდამსხმელის
სხვა
სულ პასუხები: 115
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

დუარტე, ბილია

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ