მილანური კლუბის ცენტრალურმა მცველმა, მატეო მუსაკიომ ვარჯიში განაახლა. როგორც მოგეხსენებათ, ფეხბურთელს კოჭის დაზიანება ჰქონდა.
მატეომ კოჭზე ოპერაცია ივნისის დასაწყისში გაიკეთა და ამდენხნიანი პაუზის შემდეგ დღეს ვარჯიში განაახლა. 30 წლის მოთამაშე პერსონალური პროგრამით ვარჯიშობს, რათა ტრავმა, რაც შეიძლება, მალე მოიშუშოს.
ამასობაში, ისიც უნდა ითქვას, რომ "როსონერის" სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე ცენტრალური მცველის დამატება სურს.