logo

პიოლი ევროპა ლიგაზე გამარჯვების შემდეგ: "იბრაზე დამოკიდებულები არ ვართ"

პიოლი ევროპა ლიგაზე გამარჯვების შემდეგ: "იბრაზე დამოკიდებულები არ ვართ"

უეფას ევროპის ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრაში "მილანმა" ნორვეგიულ "ბოდო გლიმტს" 3:2 მოუგო და შემდეგი ეტაპის, ანუ პლეიოფის საგზური მოიპოვა.

მატჩის შემდეგ მედიასთან კომენტარი მოედანზე განვითარებული მოვლენების შესახებ "როსონერის" მთავარმა მწვრთნელმა სტეფანო პიოლიმ გააკეთა.

"ნორმალურია, რომ შუა კვირაში თამაში გვიწევს. ბრწყინვალე გუნდის წინააღმდეგ მოგვიხდა ასპარეზობა. ისინი 20 თამაში დაუმარცხებლები იყვნენ, ხოლო მოედანზე დაამტკიცეს, რომ მართლაც შეუძლიათ მაღალი დონის ფეხბურთის ჩვენება".

"ასეთი მძიმე გამარჯვებები ჩვენთვის კარგია, აღნიშნულ ბრძოლებში ვიზრდებით და ვვითარდებით. ტექნიკური თვალსაზრისით ჩვენი საუკეთესო თამაში არ გვიჩვენებია, თუმცა სული და იდეოლოგია იგრძნობა ჩემი ბიჭების მოქმედებაში".

"არვიცი რამდენს გამოტოვებს ზლატან იბრაჰიმოვიჩი, წინ ბევრი მატჩია და იგი ნამდვილად გვჭირდება, თუმცა არ ვთვლი, რომ ჩვენი გუნდის თამაში მთლიანად იბრაზეა დამოკიდებული". - აცხადებს პიოლი.

4 კვირის წინ
746 / 0
Rossonero11
poll გამოკითხვა

რომელ პოზიციაზე სჭირდება გაძლიერება მილანს ყველაზე მეტად?

ცენტრალური მცველის
მარჯვენა მცველის
ცენტრალური თავდამსხმელის
სხვა
სულ პასუხები: 115
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

დუარტე, ბილია

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ