logo

პიოლი: "ეს კომპონენტი "ბოლონიასთან" შეხვედრაში არ მომეწონა, უნდა გავაუმჯობესოთ"

პიოლი: "ეს კომპონენტი "ბოლონიასთან" შეხვედრაში არ მომეწონა, უნდა გავაუმჯობესოთ"

იტალიის ჩემპიონატის პირველი ტურის შეხვედრის შემდეგ "მილანის" თავკაცმა სტეფანო პიოლიმ მატჩი შეაფასა და გუნდის დადებით თუ უარყოფით მხარეებზე ისაუბრა.

სტეფანოს თქმით, "როსონერის" მთავარი პრობლემა ამ ეტაპზე კონცენტრაციის ნაკლებობაა და ამ კომპონენტზე გუნდმა უნდა იმუშავოს.

"მატჩმა დაგვანახა, თუ რაოდენ სახიფათო მეტოქის წინააღმდეგ მოგვიწია გარჯა. მეორე გოლამდე ჩემი გუნდი ძალიან კარგად გამოიყურებოდა, ფეხბურთელთა მოქმედება ბოლომდე მომეწონა, თუმცა შემდეგ მოვდუნდით, კონცენტრაცია დავკარგეთ. ვიმედოვნებ, მომავალში ჩვენი იდეების გატარებას მატჩის საფინალო სასტვენამდე შევძლებთ-ხოლმე".

"ვფიქრობ, "მილანს" უკვე გააჩნია საკუთარი იდენტობა. გვყავს იმ დონის ფეხბურთელები, რომელთაც ნებისმიერი შეხვედრის მოგება შეუძლიათ. ვიზრდებით და ვძლიერდებით, რაც ნამდვილად მახარებს".

"ჰაკანთან დაკავშირებით პრობლემა არაა, იგი პროფესიონალია, მუდამ გოლების გატანა სურს. ყველაფერი ამ მხრივაც დადებითადაა. მიხარია კალაბრიას პროგრესი, მან მუშაობა არ შეწყვიტა და შედეგზეც გავიდა". - განაცხადა პიოლიმ.

1 თვის წინ
1663 / 0
Rossonero11
poll გამოკითხვა

რომელ პოზიციაზე სჭირდება გაძლიერება მილანს ყველაზე მეტად?

ცენტრალური მცველის
მარჯვენა მცველის
ცენტრალური თავდამსხმელის
სხვა
სულ პასუხები: 138
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

დუარტე, ბილია

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ